16 იანვარი 2026, 18:16
ზელენსკი მოლაპარაკებებზე აშშ-ის პოზიციის შესახებ: ზოგიერთ საკითხში ჩვენ ერთ მხარეს არ ვართ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გაზიარება
უკრაინამ აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით „ძალიან კარგად იმუშავა“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დონალდ ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესს აფერხებს.
„ჩვენ უბრალოდ ზოგიერთ საკითხში ერთ მხარეს არ ვართ. ეს გასაგებია, მე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავ. ულტიმატუმები კი, ჩემი აზრით, დემოკრატიულ ურთიერთობებში ის მოდელია, რომელიც არ მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.





