კაროლ ნავროცკის მიერ ციფრული სერვისების აქტისთვის ვეტოს დადების გამო ევროკავშირმა პოლონეთს, შესაძლოა, მილიონობით ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესოს
მსოფლიო

კაროლ ნავროცკი
ფოტო: EPA
პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მიერ ციფრული სერვისების აქტისთვის ვეტოს დადების გამო, ევროკავშირმა პოლონეთს, შესაძლოა, მილიონობით ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესოს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბრიუსელისგან დაჯარიმების რისკს პოლონეთის მემარჯვენე პრეზიდენტსა და მის ცენტრისტ მმართველ კოალიციას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო ზრდის.
პრეზიდენტი ნავროცკი ბლოკავს კანონპროექტს, რომელიც მის ქვეყანაში ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის განხორციელებას ითვალისწინებს.
კანონი მარეგულირებლებს აძლევს საშუალებას, სოციალური მედიაში კონტენტის მოდერაცია აკონტროლონ. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგობის გამო, მათ ევროკავშირისგან 10 მილიონამდე ევროთი დაჯარიმება ემუქრებათ.





