მედია: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს გარდა დავით არახამიას სახლიც გაჩხრიკა
მსოფლიო

დავით არახამია
ფოტო: Getty Images
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოსა და უმაღლესი რადის მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩხრეკის ჩატარება დეპუტატების მოსყიდვას ეხება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ტიმოშენკო კანონპროექტებზე ხმის მიცემის ან არ მიცემის სანაცვლოდ დეპუტატებს ფულს სთავაზობდა.
როგორც წყაროები ჰყვებიან, ტიმოშენკოს ოფიციალურად გადასცეს დადგენილება ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ. კონკრეტულად, რას ედავებიან არახამიას ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტიმოშენკოს სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.





