მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: Reuters
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე მუშაობს.
როგორც გერმანიის მთავრობის თავმჯდომარე წერს, სანქციები ირანს საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო დაუწესდება.
„მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და ნუ ემუქრება მას. საკუთარ ხალხზე ძალადობა არა ძალის დემონსტრირება, არამედ სიმხდალის მაჩვენებელია. ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ამის ხაზგასასმელად ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ახალ სანქციებზე ვმუშაობთ“, - დაწერა მერცმა.
Wir rufen die iranische Führung auf, ihre Bevölkerung zu schützen statt zu bedrohen. Die Gewalt des Regimes gegen das eigene Volk ist kein Ausdruck von Stärke, sondern von Schwäche. Sie muss sofort enden. Um dem Nachdruck zu verleihen, arbeiten wir an weiteren Sanktionen der EU.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) January 13, 2026





