ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებას აშშ-თან მოლაპარაკებები სურს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: AFP
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება სურს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას თეირანიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრის ორგანიზება სთხოვეს. ტრამპმა ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებზე ძალადობაში დაადანაშაულა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. კითხვაზე, რა მოხდება, თუ ირანი ამერიკულ სამხედრო და კომერციულ ობიექტებზე მიიტანს იერიშს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები ირანს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს.
„გუშინ დამირეკეს. მოლაპარაკებები უნდათ. ჩვენ შეგვიძლია მათთან შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზება შეიძლება“, - აღნიშნა ტრამპმა.





