11 იანვარი 2026, 17:22
პარიზში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
პარიზში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ქალაქის ცენტრში ვენესუელისა და კუბის დროშებით გამოვიდნენ. მათ შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაცია დაგმეს და ნიკოლას მადუროს გათავისუფლება მოითხოვეს.
დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით: „შეაჩერეთ იმპერიალისტური აგრესია, კი ხალხების სუვერენიტეტს“, „ვენესუელა შენ არ გეკუთვნის“.
ამავე მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები მოეწყო რომსა და ათენშიც.





