11 იანვარი 2026, 14:42
ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხრეკის დროს ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.
ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა. მანამდე მის ოფისში ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა.





