11 იანვარი 2026, 14:25
Bloomberg: კანადაში შიშობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლა გაიზრდება
მსოფლიო

ფოტო: iStock
გაზიარება
კანადაში შიშობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლა გაიზრდება. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ თეთრი სახლი კანადაზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს, ნაწილი კი შეერთებული შტატების მხრიდან ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
ექსპერტთა ვარაუდით, სანქციები შესაძლოა USMCA-ს სავაჭრო შეთანხმებასაც შეეხოს, რაც კანადის ეკონომიკას სერიოზულ ზარალს მიაყენებს, რადგანაც კანადის ექსპორტის 70% შეერთებულ შტატებზე მოდის.





