ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, კიევში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა
მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო
ფოტო: x.com
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ ელექტროენერგია ავარიულად გათიშა.
„კიევში კიევის სახელმწიფო საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავარიული გათიშვაა. ვრცელდება ცნობები წყლისა და გათბობის სისტემების გათიშვის შესახებ. მუშაობა აგრეთვე შეაჩერა დედაქალაქის ელექტროტრანსპორტმა“, - დაწერა გონჩარენკომ.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა კიევზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქის მოსახლეობას ქალაქის დატოვება ურჩია, რადგან მოსალოდნელი იყო ელექტროენერგიისა და გათბობის ავარიული გათიშვა.





