ტრამპმა უარყო პუტინის გატაცების იდეა
მსოფლიო

ფოტო: GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საჭიროდ არ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „გატაცებას“, როგორც ეს ამერიკულმა ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შემთხვევაში გააკეთეს.
ჟურნალისტის კითხვაზე - ოდესმე გასცემდით ბრძანებას ვლადიმირ პუტინის დაკავების ოპერაციის ჩასატარებლად? - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
არ ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა იქნება. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. იმედგაცრუებული ვარ. მე რვა ომი მოვაგვარე.
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ კონფლიქტს მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამის უფრო სწრაფად გაკეთება ვერ მოხერხდა.
Reporter: Would you ever order a mission to capture Vladimir Putin?
— Clash Report (@clashreport) January 9, 2026
Trump: Well, I don’t think that’s going to be necessary. pic.twitter.com/gcZwzJm3s0





