ტრამპი: ვაპირებთ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც მოვიმოქმედოთ, მოსწონთ მათ ეს თუ არა - მსურს შეთანხმებას მივაღწიოთ მარტივი გზით, მაგრამ თუ ამას მარტივი გზით არ გავაკეთებთ, მაშინ მოგვიწევს რთული გზით
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
მე არ ვსაუბრობ გრენლანდიის ყიდვაზე - თუმცა ამაზე, შესაძლოა, მოგვიანებით ვისაუბრო - მაგრამ ახლა ჩვენ ვაპირებთ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც მოვიმოქმედოთ, მოსწონთ მათ ეს თუ არა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„რადგან თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი ჩაიგდებს ხელში, ჩვენ კი არ ვაპირებთ, რომ რუსეთი ან ჩინეთი მეზობლად გვყავდეს. გასაგებია? მე მსურს შეთანხმებას მივაღწიოთ მარტივი გზით. მაგრამ თუ ამას მარტივი გზით არ გავაკეთებთ, მაშინ მოგვიწევს რთული გზით გაკეთება“, - დასძინა მან.
.@POTUS: "We are going to do something on Greenland, whether they like it or not, because if we don't do it, Russia or China will take over Greenland — and we're not going to have Russia or China as a neighbor. I would like to make a deal the easy way." pic.twitter.com/O3wH89icOp
— Rapid Response 47 (@RapidResponse47) January 9, 2026





