ფინეთში ევროპაში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა ქვეყნების უმუშევრობის დონის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც ფინეთში 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით უმუშევრობა 10,6% აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ეს 2016 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უმუშევრობის მაღალი დონის მაჩვენებლის მიხედვით ფინეთს ესპანეთი მოსდევს. იქ 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით მოსახლეობის 10,4% სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში ესპანეთში უმუშევრობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
მესამე ადგილზე უმუშევრობის დონით არის შვედეთი. აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყანაში მოსახლეობის 9,1% უმუშევარია.





