07 იანვარი 2026, 18:59
ტრამპი: რუსეთსა და ჩინეთს ნატოს არანაირი შიში არ აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, და ეჭვი მეპარება, რომ ნატო ჩვენ გვერდით დადგება, თუ ის ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთსა და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი აშშ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„რუსეთსა და ჩინეთს ნატოს არანაირი შიში არ აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, და მე ეჭვი მეპარება, რომ ნატო ჩვენ გვერდით დადგება, თუ ის ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება. ყველას გაუმართლა, რომ ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ჩვენი სამხედრო ძალები ხელახლა ავაშენე და ამას კვლავ ვაგრძელებ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნატოს გვერდით, მაშინაც კი, თუ ისინი არ იქნებიან ჩვენ გვერდით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





