თეთრი სახლის სპიკერი გრენლანდიაზე: აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება ყოველთვის არის მთავარსარდლის განკარგულებაში არსებული ერთ-ერთი ვარიანტი
მსოფლიო

ფოტო: GettyImages
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის შესაძენად „არაერთ ვარიანტს“ განიხილავენ - მათ შორის „აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენებას“, - განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა CNBC-ს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის შეძენა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად“, - განაცხადა ლევიტმა.
„პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავენ არაერთ ვარიანტს ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და, რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება ყოველთვის არის მთავარსარდლის განკარგულებაში არსებული ერთ-ერთი ვარიანტი“, - აღნიშნა მან.





