მერცი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, გერმანია არ გამორიცხავს ნატოს იმ წევრ ქვეყნებში საკუთარი სამხედრო ძალების გაგზავნას, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: GettyImages
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, გერმანია არ გამორიცხავს ნატოს იმ წევრ ქვეყნებში საკუთარი სამხედრო ძალების გაგზავნას, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი კვლავაც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მიმართულებებით.
„ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, ზავის დადების შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად ჯარების განლაგებას ნატოს მეზობელ ტერიტორიებზე“, - განაცხადა კანცლერმა.





