სტივ უიტკოფი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები დიდწილად შეთანხმებულია
მსოფლიო

სტივ უიტკოფი ჯარედ კუშნერი
ფოტო: Reuters
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი პერიოდისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების გარანტიები „დიდწილად შეთანხმებულია“. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „მსურველთა კოალიციის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უიტკოფის თქმით, ეს შეთანხმებები უკრაინელებს აძლევს იმედს, რომ როდესაც კონფლიქტი დასრულდება, „ეს იქნება საბოლოოდ“.
მან ხაზი გაუსვა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, რაც საფუძველს უყრის ომის შემდგომ სტაბილურობას.
აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ, ჯარედ კუშნერმა პროცესი დადებითად შეაფასა, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინა.
მისი თქმით, მიღწეული პროგრესი ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს, თუმცა „მშვიდობა შეუძლებელი იქნებოდა იმ წინსვლის გარეშე, რომელსაც დღეს მივაღწიეთ“.





