05 იანვარი 2026, 17:02
სასამართლომ ბრიჯიტ მაკრონის კიბერბულინგში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
მსოფლიო

ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები
ფოტო: Getty Images
გაზიარება
პარიზის სასამართლომ 10 ადამიანი საფრანგეთის პირველი ლედის ბრიჯიტ მაკრონის კიბერბულინგში დამნაშავედ ცნო. 8 კაცსა და 2 ქალს ბრალად ბოროტი განზრახვით კომენტარების გაკეთება და პირველი ლედის სქესის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედებათ.
მსჯავრდებულების საშუალო ასაკი 50 წელია. ემანუელ მაკრონის მეუღლის კიბერბულინგის გამო, ათივე ადამიანს 8-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.





