გაეროში აშშ-ის ელჩი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს არ არის რეჟიმის შეცვლა, ეს არის სამართლიანობა
მსოფლიო

მაიკ უოლცი
ფოტო: Reuters
გაეროში აშშ-ის ელჩი, მაიკ უოლცი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს არ არის რეჟიმის შეცვლა, ეს არის სამართლიანობა“.
„მადურო იყო ბრალდებული, არალეგიტიმური დიქტატორი, რომელიც სათავეში ედგა დეკლარირებულ ნარკო-ტერორისტულ ორგანიზაციას, პასუხისმგებელს ამერიკის მოქალაქეების მკვლელობაზე. მე ქებას ვუძღვნი ჩვენს ბრწყინვალე სამხედროებსა და სამართალდამცველებს“, - აღნიშნა მან.
This is not regime change this is justice.
— Ambassador Mike Waltz (@michaelgwaltz) January 3, 2026
Maduro was an indicted, illegitimate dictator that led a declared Narco-terrorism organization responsible for killing American citizens. I commend our brilliant military & law enforcement operators 🇺🇸 https://t.co/0jYM56t5v4





