სენატორი ადამ შიფი: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპს სურს, აშშ იყოს საოკუპაციო ძალა და აკონტროლოს ნავთობი
მსოფლიო

ადამ შიფი
ფოტო: Reuters
„დემოკრატი“ სენატორი, ადამ შიფი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებას, რომლის თანახმადაც, „ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის [ვენესუელის] მართვას მანამ, სანამ არ შევძლებთ უსაფრთხო, ჯეროვანი და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას“.
„დონალდ ტრამპის პოზიცია მკაფიოა: მან ეს ომი უცხო ქვეყნის ლიდერის გადასაყენებლად წამოიწყო, ახლა კი აცხადებს, რომ აშშ ამ ქვეყნის „მმართველობას“ გადაიბარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპს სურს, აშშ იყოს საოკუპაციო ძალა და აკონტროლოს ნავთობი“, - აღნიშნა სენატორმა.
Donald Trump is clear: he launched this war to remove a foreign leader and now he claims the U.S. will “run the country.”
— Adam Schiff (@SenAdamSchiff) January 3, 2026
In other words, Donald Trump wants the U.S. to be an occupying power and control the oil. pic.twitter.com/Sc5bIR7QfV





