ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: საერთაშორისო სამართალი არსებობს იმისთვის, რომ შეზღუდოს ძალაუფლება და დაიცვას სუსტი ძლიერისგან - როდესაც წესებს ძალა ანაცვლებს, სუვერენიტეტი და ლეგიტიმურობა ირღვევა
მსოფლიო

ტერესა რიბერა
ფოტო: GettyImages
ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტერესა რიბერამ დაგმო ქვეყნების „გარე მართვა“ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ განცხადებაში, რომელშიც მან „კოლონიალიზმზეც“ გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
„ვერავინ მოახვევს სხვას საკუთარ ნებას; არ არსებობს არავითარი „გარე მართვა“, რადგან ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, წერტილი დაგვესვა კოლონიალიზმისთვის“, - განაცხადა ტერესა რიბერამ.
„საერთაშორისო სამართალი არ გულისხმობს სათნოების დაჯილდოებას ან მანკიერების დასჯას. იგი არსებობს იმისთვის, რომ შეზღუდოს ძალაუფლება და დაიცვას სუსტი ძლიერისგან. როდესაც წესებს ძალა ანაცვლებს, სუვერენიტეტი და ლეგიტიმურობა ირღვევა“, - დასძინა მან.





