ტრამპი ვენესუელის ნავთობზე: ჩვენ დიდი რაოდენობით ნავთობს მივყიდით სხვა ქვეყნებს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ნავთობკომპანიები შევლენ ვენესუელაში და დაეხმარებიან ქვეყანას გამდიდრებაში.
„რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ნავთობი სურთ - ჩვენ ნავთობის ბიზნესში ვართ. ჩვენ მას გავყიდით. ჩვენ არ ვაპირებთ იმის თქმას, რომ იქ არ შევალთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ნავთობს გავყიდით.
სავარაუდოდ, ბევრად დიდი რაოდენობით, რადგან მათ [ვენესუელელებს] ბევრის წარმოება არ შეეძლოთ, ვინაიდან მათი ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
ასე რომ, ჩვენ დიდი რაოდენობით ნავთობს მივყიდით სხვა ქვეყნებს. ბევრი მათგანი მას ახლაც იყენებს, მაგრამ ვიტყოდი, რომ კიდევ ბევრი მსურველი გამოჩნდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.





