01 იანვარი 2026, 18:32
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს იქნება ნატოში
მსოფლიო

რობერტ კალინიაკი
ფოტო: AP
გაზიარება
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს.
„უკრაინა არასდროს იქნება ნატოში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება ევროკავშირში ყოფნასთან დაკავშირებითაც.
სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირი არ უნდა ცდილობდეს ნატოს ჩანაცვლებას.
ეს, მისი სიტყვებით, ეხება, მაგალითად, ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეას.





