სი ძინპინი: ჩვენ, ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფ ჩინელებს, სისხლისმიერი და ნათესაური კავშირი გვაერთიანებს - ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი შეუჩერებელია
მსოფლიო

სი ძინპინი
ფოტო: AP
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან გაერთიანება „შეუჩერებელია“. აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პეკინმა კუნძულის გარშემო ორდღიანი სამხედრო წვრთნები დაასრულა.
„ჩვენ, ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფ ჩინელებს, სისხლისმიერი და ნათესაური კავშირი გვაერთიანებს. ჩვენი სამშობლოს გაერთიანება დროის მოთხოვნაა და ეს პროცესი შეუჩერებელია“, - განაცხადა სი ძინპინმა საახალწლო მიმართვაში.
„დღეს მსოფლიო ერთდროულად განიცდის ცვლილებებსაც და ტურბულენტობასაც, ზოგიერთი რეგიონი კი კვლავ ომშია გახვეული. ჩინეთი ყოველთვის ისტორიის სწორ მხარეს დგას და მზად არის, ყველა ქვეყანასთან ერთად იმუშაოს მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების ხელშესაწყობად, რათა აშენდეს კაცობრიობისთვის საერთო მომავლის საზოგადოება“, - დასძინა მან.





