ზელენსკის ინფორმაციით, 6 იანვარს საფრანგეთში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Reuters
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 6 იანვარს საფრანგეთში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მანამდე 3 იანვარს კიევში „მსურველთა კოალიციის” ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრა იგეგმება.
„რუსტემ უმეროვმა ახლა შემატყობინა შეთანხმების შესახებ, რომელიც მიღწეულია „მსურველთა კოალიციის“ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა გავმართოთ. მას 3 იანვარს უკრაინაში ვგეგმავთ. მას მერე მოკლე დროში საუბრები გაიმართება ლიდერების დონეზე - შეხვედრები აუცილებელია. მას 6 იანვარს საფრანგეთში ვგეგმავთ. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის გუნდის, მათი მზაობისთვის მონაწილეობა მიიღონ ყველა ეფექტიან ფორმატში. დღეს ჩვენი გუნდები კონტაქტში იყვნენ. ერთ დღესაც არ ვკარგავთ. მადლობა!“, - დაწერა ზელენსკიმ.
Rustem Umerov has just reported on the arrangement that was reached with the national security advisers of the Coalition of the Willing countries to hold a meeting in the near future. We are planning it for January 3 in Ukraine. Shortly after that, discussions will take place at…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 30, 2025





