ინდოეთის პრემიერი: ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმას ეხება
მსოფლიო

ნარენდრა მოდი
ფოტო: Reuters
ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმას ეხება, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.
„მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევის ყველაზე სიცოცხლისუნარიან გზას წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კონცენტრირდნენ ამ ძალისხმევაზე და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ ხელს შეუშლის“, - დასძინა მან.
Deeply concerned by reports of the targeting of the residence of the President of the Russian Federation. Ongoing diplomatic efforts offer the most viable path toward ending hostilities and achieving peace. We urge all concerned to remain focused on these efforts and to avoid any…
— Narendra Modi (@narendramodi) December 30, 2025





