26 დეკემბერი 2025, 16:25
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ფული არ აქვს
მსოფლიო

მიხაილო პოდოლიაკი
ფოტო: Efrem Lukatsky/AP
გაზიარება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ფული არ აქვს.
მისი თქმით, უკრაინა დასავლელი პარტნიორების ფინანსური დახმარების გარეშე საკუთარი სახსრებით არჩევნებს ვერ ჩაატარებს, მიზეზი უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტია.
პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ბიუჯეტში პრიორიტეტული სფეროები სამხედრო და სოციალური ხარჯებია.
„უკრაინას წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები არ აქვს. ჩვენი ბიუჯეტი დეფიციტურია და ეს ჩვენი ამოცანა არ არის“, - განაცხადა პოდოლიაკმა.





