Fox News: აშშ და უკრაინა შეებრძოლებიან 1000 გემისგან შემდგარ „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც მსოფლიოში კონტრაბანდული ნავთობის გადატანით არის დაკავებული
მსოფლიო

ფოტო: Reuters
საზღვაო დაზვერვის სფეროს ანალიტიკოსის განცხადებით, 1000 გემისგან შემდგარი „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც სანქციების დარღვევით მოქმედებს, აშშ-ისა და უკრაინის ახალ სამიზნედ იქცა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„მსოფლიოში დაახლოებით 1000 გემია, რომელიც ირანული, ვენესუელური და რუსული წარმოშობის დასანქცირებული ნავთობით ვაჭრობს“, - ციტირებს ტელეარხი საზღვაო კომპანია Windward-ის წარმომადგენელს მიშელ ვიზე ბოკმანს.
ბოკმანის თქმით, აღნიშნული გემები მოძველებულია. ისინი გეოპოლიტიკურ რისკებს შეიცავენ, რადგან მათ გაუმართაობის გამო, შესაძლოა, ღია ზღვაში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი დაიღვაროს.
„აღნიშნული გემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რეჟიმებისთვის, რადგან ისინი ეზიდებიან ნავთობს, რაც უკრაინაში ომის დაფინანსების გაგრძელებისა და მადუროს რეჟიმისთვის დამატებითი ფულის შემოდინების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნავს ბოკმანი.
მისი თქმით, ეს აშშ-თვის ახალი პრობლემაა. უკრაინამაც დაიწყო აღნიშნულ გემებზე თავდასხმა. „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ახალი სტრატეგიაა შემუშავებული. ის არის სანქცირებული ნავთობისგან მიღებული შემოსავლების წყარო. მას ახლა აშშ და უკრაინა უტევენ. მთელი სტრატეგია მიმართულია იქით, რომ ამას, რასაც ჩვენ „ნაცრისფერ ზონაში“ აგრესიას ვეძახით, შევეწინააღმდეგოთ“, - დასძინა კომპანია Windward-ის წარმომადგენელმა.





