15 დეკემბერი 2025, 09:06
აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ბერლინში დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას მედია ავრცელებს. გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე კი, რომელიც 5 საათს გაგრძელდა, არაფერია ცნობილი.
შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია.





