14 დეკემბერი 2025, 17:31
უიტკოფი და კუშნერი ბერლინში ჩავიდნენ
მსოფლიო

ფოტო: DPA
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ბერლინში ჩავიდნენ, სადაც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ კონსულტაციები გაიმართება.
გერმანიის დედაქალაქში ასევე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან, რომელიც ამერიკელებს შეხვდება. უიტკოფი და კუშნერი ასევე შეხვდებიან გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერს.
მანამდე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მერცისა და ზელენსკის შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება.





