თურქეთში აშშ-ის ელჩი: თურქეთმა რუსულ S-400 სისტემაზე უარი უნდა თქვას, თუ F-35 ტიპის ამერიკული თვითმფრინავების შეძენა სურს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
თურქეთმა S-400 ტიპის რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე უარი უნდა თქვას, თუ მას ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების ყიდვა სურს, - განაცხადა თურქეთში აშშ-ის ელჩმა ტომ ბარაკმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ორი ქვეყანა დაახლოებით 10 წლის წინ ანკარის მიერ შეძენილი რუსული რაკეტების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. ამავდროულად თურქეთს F-35-ის პროგრამაში მონაწილეობა სურს.
„აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, თურქეთს არ შეუძლია ჰქონდეს ან ამუშავებდეს S-400 ტიპის სისტემას, თუ მას F-35-ის პროგრამაში დაბრუნება სურს“, - განაცხადა ელჩმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობების წყალობით მხარეებმა მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს.
„იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში უახლოეს თვეებში გარღვევა მოხდება, რაც როგორც აშშ-ის, ისე თურქეთის უსაფრთხოების საჭიროებებს დააკმაყოფილებს“, - დასძინა ბარაკმა.





