ზელენსკი: ნამდვილად გვინდა ნატოში, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ არც აშშ და არც კიდევ რამდენიმე ქვეყანა ჯერჯერობით არ ხედავენ უკრაინას ალიანსში
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანების საკითხზე პოზიცია დააფიქსირა, აღნიშნა რა, რომ მიუხედავად უკრაინის მისწრაფებისა, ზოგიერთი ძირითადი პარტნიორი, მათ შორის შეერთებული შტატები, ამ ეტაპზე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას არ განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ რეალისტები ვართ. ჩვენ ნამდვილად გვინდა ნატოში – ეს სამართლიანია. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არც აშშ და არც კიდევ რამდენიმე ქვეყანა ჯერჯერობით არ ხედავენ უკრაინას ალიანსში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„და რუსეთი, რა თქმა უნდა, არასოდეს დაგვინახავს იქ [ალიანსში]“, - დასძინა მან.





