09 დეკემბერი 2025, 17:35
ტრამპი: მადუროს დღეები დათვლილია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ლიდერის ნიკოლას მადუროს დღეები დათვლილია.
„მისი დღეები დათვლილია“, - აღნიშნა ტრამპმა გამოცემა Politico-თან ინტერვიუს დროს.
ვენესუელაზე საუბრისას ტრამპმა აგრეთვე მადურო დაადანაშაულა იმაში, რომ მან ამერიკაში მილიონობით ნარკომოვაჭრე და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი გააგზავნა. მან პასუხისმგებლობა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დააკისრა. ტრამპმა ბაიდენს ყველაზე დაბალი IQ-ს მაჩვენებლის მქონე ადამიანი უწოდა.





