09 დეკემბერი 2025, 14:18
რუსული მედია: რუსეთში AN-22 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა
მსოფლიო

ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის ივანოვოს ოლქში AN-22 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი უვოდის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ნაწილები წყლის ზედაპირზეა აღმოჩენილი. მაშველები უკვე ადგილზე იმყოფებიან.
ცნობილია ის, რომ AN-22 ტიპის თვითმფრინავი რემონტის შემდეგ გეგმურ ფრენას ასრულებდა.





