ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჩინეთში ვიზიტისას პეკინს სანქციებით დაემუქრა
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Reuters
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ის პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გაზეთ Les Echos-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მან განმარტა, რომ ჩინეთს ტარიფებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ პეკინი ქვეყნის ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად საჭირო ზომებს არ მიიღებს.
„ვუთხარი, რომ თუ მათი მხრიდან რეაგირება არ იქნება, ჩვენ, ევროპელები, იძულებულნი ვიქნებით, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები მივიღოთ, შეერთებული შტატების მაგალითის მიბაძვით, როგორიცაა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება“, - თქვა მაკრონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მიმართ უფრო შემრიგებლურ პოლიტიკას უჭერს მხარს, როგორიცაა ევროპიდან ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტსა და ჩინეთიდან იშვიათი მინერალების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა. მაკრონმა ასევე მოუწოდა ჩინურ კომპანიებს, ინვესტიციები ჩადონ ევროპაში და „შექმნან ღირებულება და შესაძლებლობები ევროპისთვის“.





