თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი უკრაინასა და რუსეთს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

ალპარსლან ბაირაქტარი
ფოტო: Anadolu
თურქეთი უკრაინასა და რუსეთს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდებს. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა, შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს შავ ზღვაში მომხდარი თავდასხმების შემდეგ მიმართა.
მისი განცხადებით, ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები გლობალურ ბაზრებზე უარყოფით გავლენას ახდენს და შავ ზღვაში ვაჭრობასაც აფერხებს.
„იმედია, ეს საშინელი ომი დასრულდება. მაგრამ დღეს ყველა მხარეს მივმართავთ - რუსეთსა და უკრაინას - ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ამ ომის მიღმა დატოვონ, რადგან ეს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. ენერგომომარაგება შეუფერხებელი უნდა იყოს“, - განაცხადა მან.




