04 დეკემბერი 2025, 10:15
პუტინი დღეს ინდოეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა
მსოფლიო

ნარენდრა მოდი და ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images/არქივი
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტი ინდოეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. ვლადიმერ პუტინი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდება და ინდოეთისა და რუსეთის ყოველწლიურ სამიტს დაესწრება.
მოსალოდნელია, რომ დელი და მოსკოვი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს. მხარეები ასევე განიხილავენ ნავთობთან, თავდაცვასთან და გეოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.





