04 დეკემბერი 2025, 09:14
გერმანია უკრაინისთვის დამატებით $200 მილიონს გამოყოფს
მსოფლიო

იოჰან ვადეფული
ფოტო: Picture Alliance
გაზიარება
ბერლინი კიევისთვის საჭირო ამერიკული იარაღის შესაძენად დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოყოფს, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
იოჰან ვადეფულის თქმით, ბერლინი ასევე 25 მილიონ ევროს გადარიცხავს ნატოს ფონდში, რათა ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები საჭირო აღჭურვილობითა და სამედიცინო დახმარებით იყვნენ უზრუნველყოფილი.
უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს პოლონეთიც.





