03 დეკემბერი 2025, 02:45
უშაკოვი: სამშვიდობო გეგმის კომპრომისული ვარიანტი ჯერ არ არსებობს
მსოფლიო

იური უშაკოვი
ფოტო: TASS
გაზიარება
უკრაინაში დარეგულირების სამშვიდობო გეგმის კომპრომისული ვარიანტი ჯერ არ არის ნაპოვნი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.
„ჯერჯერობით [უკრაინის სამშვიდობო გეგმის] კომპრომისული ვარიანტი ნაპოვნი არ არის, მაგრამ ზოგიერთი ამერიკული წინადადება [მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ] მეტ-ნაკლებად მისაღებად გამოიყურება, თუმცა მათ განხილვა სჭირდება. ზოგიერთი ფორმულირება, რომელიც შემოგვთავაზეს, ჩვენთვის მისაღები არ არის. ანუ, მუშაობა გაგრძელდება", - განმარტა უშაკოვმა.





