30 ნოემბერი 2025, 17:11
INSA: გერმანიაში AFD-ს რეიტინგი იზრდება
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
გერმანიაში მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიის“ რეიტინგი იზრდება. გამოკითხვა გამოცემა BILD-ის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა INSA-მ ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) მოსახლეობის 27%-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზე 25%-ით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია, მესამე პოზიციას კი 15%-ით სოციალ-დემოკრატები იკავებენ.





