30 ნოემბერი 2025, 15:52
აშშ-ის სავაჭრო პალატამ რუსეთში, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დააჯილდოვა
მსოფლიო

კირილ დმიტრიევი
ფოტო: RIAN
გაზიარება
ამერიკის სავაჭრო პალატამ რუსეთში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი „აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის ხელშეწყობის ლიდერობისთვის“ დააჯილდოვა. ინფორმაციას თავად დმიტრიევი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამჟამად, რუსეთში 150-ზე მეტი ამერიკული კომპანია ოპერირებს, რომელთა 70%-ზე მეტი 25 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ბაიდენის პოლიტიკის გამო, ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთში 300 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დაკარგეს“, - წერს დმიტრიევი.





