30 ნოემბერი 2025, 14:37
Daily Mail: შოტლანდიაში უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა უსახლკაროდ დარჩნენ
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
შოტლანდიაში უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა უსახლკაროდ დარჩნენ, - ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იმ ოჯახებს, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეები ჰყავთ შეფარებული, მთავრობა ყოველთვიურ დახმარებას შეუმცირებს. ამის გამო ოჯახების ნაწილმა უკრაინელებს სახლის დატოვება უკვე სთხოვა.
ამ დროისათვის შოტლანდიაში 28 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. ოჯახებს კი, რომლებმაც ისინი შეიფარეს, მთავრობა სუბსიდიის სახით 350 გირვანქა სტერლინგს უხდიდა.





