30 ნოემბერი 2025, 14:25
რუსეთის იერიშს ვიშგოროდზე მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს. ამჯერად მათი სამიზნე ვიშგოროდში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გახდა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 19. 11 მათგანის კლინიკებში გადაყვანა გახდა საჭირო. რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.





