30 ნოემბერი 2025, 12:25
აშშ-ში დონალდ ტრამპის სახელობის არყის გამოშვება იწყება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ერიკ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
დონალდ ტრამპის სახელობის არყის შეკვეთა უკვე შესაძლებელია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი ერიკი სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე გახსნილი წინასწარი შეკვეთის პროცესი.
— Eric Trump (@EricTrump) November 28, 2025
არაყი სახელწოდებით „ტრამპი“ 47 დოლარი და 45 ცენტი ეღირება. მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალკოჰოლი არასდროს მოუხმარია და ყოველთვის მოუწოდებდა ახალგაზრდებს, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარი ეთქვათ.





