27 ნოემბერი 2025, 01:05
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე, რომელიც თეთრ სახლთან დაჭრეს, დაიღუპა
მსოფლიო

გაზიარება
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე, რომელიც თეთრ სახლთან დაჭრეს, დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა The Hill ავრცელებს.
ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სროლა მოხდა მე-17 და 1-ლი ქუჩების კვეთაზე. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.





