25 ნოემბერი 2025, 22:12
მაკრონი: უკრაინის არმიისთვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Reuters
გაზიარება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელახალი თავდასხმისგან შესაკავებლად, თუნდაც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საჭირო იქნება „ძლიერი უკრაინული არმია“ ყოველგვარი „შეზღუდვის გარეშე“.
„ჟენევაში გამართულმა დისკუსიებმა აჩვენა, რომ უკრაინის არმიისთვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. ჩვენ დავგეგმეთ ყველაფერი, რაც ამისთვის არის საჭირო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.





