25 ნოემბერი 2025, 21:09
მაკრონი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Reuters
გაზიარება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებები „გადამწყვეტ ეტაპზეა“ და ხაზი გაუსვა კიევისთვის „უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების“ მნიშვნელობას.
„მოლაპარაკებები ახალ იმპულსს იძენს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს იმპულსი, არა იმიტომ, რომ განგაშის საფუძველი არსებობს - უკრაინა მყარია, რუსეთი ნელა მიიწევს, ევროპა კი ურყევია - არამედ იმიტომ, რომ საბოლოოდ არსებობს შანსი, მიღწეულ იქნას რეალური პროგრესი კარგი მშვიდობისკენ“, - აღნიშნა მაკრონმა.





