თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, რომ აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომი მოლაპარაკებებია საჭირო
მსოფლიო

კეროლაინ ლევიტი
ფოტო: GettyImages
თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო იმისათვის, რომ მიღწეული იყოს შეთანხმება ომის დასრულების შესახებ.
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, კეროლაინ ლივიტმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა:
„გასული კვირის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა უდიდეს პროგრესს მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებისკენ, რადგან მოახერხა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა. არსებობს რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც უნდა მოგვარდეს და ეს მოითხოვს შემდგომ მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის“.





