მაკრონი: აუცილებელია, აღმოიფხვრას ნებისმიერი გაურკვეველი იდეა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უკრაინაში გავგზავნით
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: AFP
რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სკანდალური განცხადება გააკეთა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყანას უნდა „დაეშვა თავისი შვილების დაკარგვა“, ემანუელ მაკრონმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნის ნათქვამი დამახინჯებული იყო.
„აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში, სასწრაფოდ, აღმოიფხვრას ნებისმიერი გაურკვეველი იდეა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უკრაინაში გავგზავნით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ამავე დროს, პრეზიდენტი მაკრონი ქვეყანაში „არმია-ერის პაქტის გაძლიერებისკენ“ მოუწოდებს.
„იმ მომენტში, როდესაც ომი ჰიბრიდული ხასიათის ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა მაქსიმალურად გაიგონ, რა არის ჩვენი შეიარაღებული ძალები, როგორ მუშაობს ის, მიიღონ მონაწილეობა იმ რეზერვში, რომელიც ჩვენ ასევე დავაფუძნეთ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ჩვენს არმიაში კომპეტენციები შემოაქვს“, - დასძინა მან.





