დონალდ ტრამპმა ეპშტეინის ფაილების სრულად გამოქვეყნების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯეფრი ეპშტეინის ფაილების სრულად გამოქვეყნების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა.
მანვე იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, რომ ეპშტეინის საქმეზე მიმდინარე გამოძიებიდან ყველა ინფორმაცია ადვილად მოსაძებნი და ჩამოსატვირთი ფორმატით ერთი თვის განმავლობაში გამოაქვეყნოს.
„ჯეფრი ეპშტეინი, რომელსაც ბრალი 2019 წელს ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტმა წარუდგინა (და არა „დემოკრატებმა“), მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში „დემოკრატი“ იყო. მან ათასობით დოლარი შესწირა „დემოკრატ“ პოლიტიკოსებს და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბევრ ცნობილ „დემოკრატ“ მოღვაწესთან. შესაძლოა, ამ „დემოკრატებისა“ და ჯეფრი ეპშტეინთან მათი კავშირის შესახებ სიმართლე მალე გამოვლინდეს, რადგანაც კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ მე ახლახან მოვაწერე ხელი“, - დაწერა ტრამპმა.





