17 ნოემბერი 2025, 09:13
რობერტ ფიცომ საგანგებო მიმართვა გააუქმა
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: TASR
გაზიარება
რობერტ ფიცომ ჯანმრთელების მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების გამო საგანგებო მიმართვა გააუქმა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ცნობით, ფიცოს ვირუსული ინფექცია აქვს.
პრემიერის მიმართვა დღეს, 17 ნოემბერს სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლლის ეთერით უნდა გასულიყო. მიმართვა წუხელ დაანონსდა, თუმცა ტელეკომპანიას ფიცოს გამოსვლის თემა არ დაუკონკრეტებია.





